კოტე კაპანაძე დუშანბეს გრანდ სლემის ბრინჯაოს პრიზიორია
კოტე კაპანაძე დუშანბეს გრანდ სლემის ბრინჯაოს პრიზიორია. ტაჯიკეთის დედაქალაქში მიმდინარე ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელი სულეიმან შუქუროვი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა. 22 წლის კაპანაძისთვის უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის საერთაშორისო ტურნირზე ეს პირველი მედალი იყო.
