ბათუმობა 2025 გრძელდება
ბათუმობა 2025 გრძელდება. ზღვისპირა ქალაქში კულტურული და თეატრალური წარმოდგენები დღესაც გაიმართება. იგეგმება საპატიო ბათუმელების დაჯილდოება. საღამო გალა კონცერტი დასრულდება. ბათუმში სახალხო ზეიმი გუშინ დაიწყო. ბულვარში არაერთი მუსიკალური ღონისძიება გაიმართა, მათ შორის კახაბერისა და ხანუმების კონცერტი. მოეწყო გამოფენა-გაყიდვებიც.