„სიბიეს ნიუსის“ ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის უკვე ყოფილ მრჩეველს მაიკ უოლცს თეთრი სახლი რამდენიმე თანამდებობას სთავაზობდა
„სიბიეს ნიუსის“ ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის უკვე ყოფილ მრჩეველს მაიკ უოლცს თეთრი სახლი რამდენიმე თანამდებობას სთავაზობდა. უოლცს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საუდის არაბეთში ელჩად გაგზავნას სთავაზობდნენ, თუმცა ტრამპის მრჩეველმა გაროში ელჩობა არჩია. პარალელურად ამერიკული მედია უოლცის შემცვლელის სავარაუდო კანდიდატებსაც ასახელებს და იუწყება რომ თანამდებობაზე ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და თეთრი სახლის აპარატის უფროსი სტივენ მილერი განიხილებიან.
