კრისტოფერ ლანდაუ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მარკო რუბიოს კრიტიკას გამოეხმაურა
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, კრისტოფერ ლანდაუ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მარკო რუბიოს კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სიტყვებით ვერ გადმოსცემს იმ აღშფოთებასა და წყენას, რომელსაც გრძნობს, როცა უყურებს, თუ როგორ ასწავლის ჭკუას გერმანიის მთავრობა ამერიკის სახელმწიფო მდივანს იმის შესახებ, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტია თვალთვალსა და ცენზურას უნდა ექვემდებარებოდეს.
