უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლება ბრუნდება
უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლება ბრუნდება. კანონში შესატან ცვლილებებზე დეპუტატები ხვალ განათლების მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტზე იმსჯელებენ. ქართული ენის სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში 2005 წელს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააუქმა. უნივერსიტეტებში მშობლიური ენის სწავლების ვალდებულება მხოლოდ ფილოლოგიის ფაკულტეტზე მოქმედებს, დანარჩენ ფაკულტეტებზე კი ის მხოლოდ შერჩევითი საგნების ჩამონათვალშია.
