მარკესის გამოფენა
გაბრიელ გარსია მარკესის ცხოვრება და შემოქმედება კოლუმბიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ბოგოტაშია წარმოდგენილი. გამოფენა სახელწოდებით „ყველაფერი ცნობილია: გაბოს შემოქმედების ისტორია“ კერძო თუ სახელმწიფო კოლექციებში დაცულ 450-მდე დოკუმენტსა და მწერლის კუთვნილ პირად, თუ პროფესიულ ნივთებს მოიცავს. ექსპონატების ნაწილი ბოგოტაში გამოსაფენად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩაიტანეს. გამოფენა, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატის და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ავტორად აღიარებული გაბრიელ გარსია მარკესის საინტერესო გზას ასახავს, კოლუმბიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 2 აგვისტომდე გაგრძელდება
