საფრანგეთის საელჩოს დუმილი
ორმაგი სტანდარტების თემა გრძელდება. გრძელდება საუკუნეების წინ ნათქვამი ცნობილი სენტენციის გამეორებაც. კერძოდ: ის რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. ამჯერად საფრანგეთში მიმდინარე დემონსტრაციებს და მის წინააღმდეგ გამოყენებულ ძალას ვგულისხმობთ. ჩნდება კითხვა: დაიწყო თუ არა გამოძიება პარიზში დემონსტრაციისას სამართალდამცველთა ქმედებებზე? საფრანგეთის საელჩო, რომელიც თბილისის მოვლენების შეფასებისას შესაშურ ოპერატიულობას იჩენს, ამჯერად დუმს. ხელისუფლების ლიდერებს აინტერესებთ, რატომ იყენებს ადგილობრივი სამართალდამცავი უწყება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ასეთ ძალას, მაშინ როცა პიროტექნიკით შეიარაღებული აქციის მონაწილეების ქმედებას, სამშვიდობო პროტესტს უწოდებს
