„დიფ სთეითის“ ინტერესი
პარტია დემოკრატიას საფრთხეს უქმნის და ის ექსტრემისტულია - ასეთი ფრაზა შუაგული ევროპიდან გაისმა და ის გერმანიაში არჩევნებისას მეორე ადგილზე გასულ პოლიტიკურ ძალას მიემართება. ეს დასკვნა, რომ ნებისმიერი პარტიის ყოფნა-არყოფნის საკითხს უდრის, რთულად გამოსაცნობი არაა. ალბათ ორმაგი სტანდარტის მაგალითის მოსაყვანად პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო იქნება. პროცესში ანტიდემოკრატიულს ვერ ხედვას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, იგივეს ვერ ვიტყვით ამერიკის სახელმწიფო მდივანზე, რომლისთვისაც გერმანიაში მიმდინარე პროცესები დემოკრატია კი არა, შენიღბული ტირანიაა. ამ თემას საქართველოშიც ეხმიანებიან, მმართველი ძალა ფიქრობს, რომ „დიფ სთეითი“, რომლის საცეცებიც ყველგან სწვდება, ერთი სცენარით მოქმედებს და მისი სამიზნე სუვერენიტეტისთვის მებრძოლი პოლიტიკური ძალებია

სიუჟეტის ავტორი: ანა ბერძენიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები