ალექსანდრე ჩივაძე - 70
ალექსანდრე ჩივაძე 70 წლისაა. ლეგენდარულ ფეხბურთელსა და მწვრთნელს იუბილე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ მიულოცეს. საიუბილეო ღონისძიებას ვეტერანი ფეხბურთელები და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. ლეგენდარული ქართველი კაპიტნის, ალექსანდრე ჩივაძის, წარმატებული საფეხბურთო კარიერიდან აღსანიშნავია 1981 წელს თბილისის „დინამოსთან" ერთად ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის მოპოვება. ასევე იგი საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი და ორი მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეა