თეთრი სახლის ლიდერის განცხადებას მეორე მსოფლიო ომში ამერიკის მიერ შეტანილი ყველაზე დიდი წვლილის შესახებ მოსკოვში მწვავე რეაქცია მოჰყვა
თეთრი სახლის ლიდერის განცხადებას მეორე მსოფლიო ომში ამერიკის მიერ შეტანილი ყველაზე დიდი წვლილის შესახებ მოსკოვში მწვავე რეაქცია მოჰყვა. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ტრამპის განცხადებას „პათოსური სისულელე“ უწოდა. „მან თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს გამარჯვებაში და 8 მაისი გამარჯვების დღედ გამოაცხადა. დღესასწაული კარგია, მაგრამ ამერიკის წვლილს რაც შეეხება, ეს პათოსური სისულელეა. ჩვენ მილიონი ადამიანის სიცოცხლე გავიღეთ ფაშიზმის დასამარცხებლად. ამიტომ, გამარჯვების დღე ჩვენია და ის 9 მაისს არის“ - წერს მედვედევი