პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული ო.კ. და 1993 წელს დაბადებული მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქე მ.პ. დააკავეს.დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს