ჯავედ ხუდამოვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ გუშინ იმსჯელა
ჯავედ ხუდამოვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ გუშინ იმსჯელა. ინტერპოლით ძებნილ აზერბაიჯანის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულ მამაკაცს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ედება ბრალი. გამოძიებით დადგინდა, რომ იგი 2014 წელს გაემგზავრა ახლო აღმოსავლეთში და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა. კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, დაკავებული პირი საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონეა და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია. დაკავებული ტერორისტულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი
