ავსტრალიაში ფედერალური პარლამენტის არჩევნები იმართება
ავსტრალიაში ფედერალური პარლამენტის არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით დილის 8 საათზე გაიხსნა. არჩევნებში მონაწილეობის უფლება 18 მილიონზე მეტ ამომრჩეველს აქვს. ისინი 40 სენატორს და წარმომადგენელთა პალატის 150 დეპუტატს ირჩევენ. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ავსტრალიაში 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჯარიმის სახით 20 ავსტრალიური დოლარის გადახდა მოუწევთ
