შეერთებულმა შტატებმა რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგისთვის ჯგუფი გაგზავნა
შეერთებულმა შტატებმა რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგისთვის ჯგუფი გაგზავნა. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე განთავსდებიან და პროცესს დააკვირდებიან. როგორც სააგენტო „როიტერსი“ წერს, ტრამპის ადმინისტრაციის ინტერესი რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებისადმი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც პირველ ტურში გამარჯვებულ კანდიდატს, კალინ ჯორჯესკუს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს. მიზეზად არჩევნებში ჯორჯესკუს სასარგებლოდ რუსეთის ჩარევა დასახელდა. ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა რუმინეთის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა და ეჭვი გამოთქვა ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით
