დმანისის მუნიციპალიტეტში შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის 15-კილომეტრიანი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
დმანისის მუნიციპალიტეტში შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის 15-კილომეტრიანი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. დიდი დმანისი, დმანისი გომარეთი ბედიანის გზის საფარის მოწყობის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი გაეცნო. პროექტს, რომლის ღირებულება 19 მილიონი ლარია, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს
