ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ელექტროენერგია გაითიშა
ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ელექტროენერგია გაითიშა. პრობლემები შეექმნა ადგილობრივ აეროპორტს, თუმცა რეისები არ შეჩერებულა. ხელისუფლების განცხადებით, ენერგო მომარაგების აღდგენისთვის საჭირო ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. დენის გათიშვის მიზეზის მოკვლევა დაწყებულია. ელექტროენერგია რამდენიმე დღის წინ ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთის ნაწილშიც გაითიშა. მოსახლეობას დენი 8 საათის განმავლობაში არ მიეწოდებოდა
