სპორტსემენების მიმართვა
თბილისი, 8 მაისი, 17 საათი - „თბილისი არენის“ დარბაზში ჩვენი ქვეყნის ხელბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება. საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საბერძნეთს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში კონტინენტის პირველობის საგზურს ზედიზედ მეორედ მოიპოვებს. პრინციპული თამაშის წინ ქართველი ხელბურთელები ქართული სპორტის ვარსკვლავებმა გაამხნევეს.
