განახლებული ავტოპარკი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სახანძრო-სამაშველო ავტოპარკი განაახლა. მანქანები სპეციალურად საქართველოსთვის არის შექმნილი და განკუთვნილია როგორც ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ასევე ადაპტირებულია ურბანულ საჭიროებებზეც. მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება.
