შეხვედრები დიპლომატებთან
სლოვაკეთში, ეთიოპიაში, ირლანდიასა და ვატიკანში ახლად დანიშნულ ელჩებს დღეს საქართველოს პრეზიდენტმა უმასპინძლა. მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. დღესვე ელჩებს საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდა. სლოვაკეთში საქართველოს ინტერესებს კონსტანტინე ქვაჩაკიძე, ეთიოპიაში გია მაჭარაძე, ირლანდიაში სოფიო ქაცარავა, ვატიკანში კი დავით მექვაბიშვილი დაიცავენ.