ხანძრის შედეგად დაზარალებულები
თბილისის მერიაში სადგურის მოედანთან მდებარე ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებთან შეხვედრა გაიმართა. ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მოვაჭრების საინიციატივო ჯგუფისგან მიიღო კონკრეტული ინფორმაცია დაზარალებულთა რაოდენობის, დამწვარი სავაჭრო და სასაწყობო ფართების, განადგურებული საქონლის სავარაუდო ღირებულებებისა და სხვა ტექნიკური საკითხების შესახებ. ასევე განიხილეს დაზარალებულებისთვის დახმარების გაცემის ყველა შესაძლო მექანიზმი. მანამდე კი ვიცე-მერი დამწვარ ბაზრობაზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.