სამი ოჯახის ტრაგედია
განზრახ მკვლელობა პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან, არარსებული დანაშაულისთვის დასჯილი ახალგაზრდები, გლოვის აკრძალვა და სიკვდილი ოჯახის წევრებს. ნავთლუღის სპეცოპერაციის შემზარავი ამბები საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოისმინეს. დეპუტატები მოკლული ახალგაზრდების მამებს შეხვდნენ. სისხლიანი სპეცოპერაცია 2006 წლის 12 იანვარს ჩატარდა და სააკაშვილის მთავრობა ირწმუნებოდა, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა ციხიდან გაქცევის მცდელობა აღკვეთა. სიმართლე საზოგადოებამ მხოლოდ 2012 წლის შემდეგ, ახალი გამოძიებით გაიგო.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
