უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. ორბანი მიიჩნევს, რომ ეს უნგრეთისა და ევროკავშირის ეკონომიკას დაანგრევს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს სთავაზობს, უკრაინის დახმარების ნაცვლად, თანხა ბლოკის შიგნით ქვეყნების კეთილდღეობას მოახმაროს. ვიქტორ ორბანის თქმით, უკრაინა ევროკავშირისგან მილიონიანი არმიის დაფინანსებას მოითხოვს, ევროპა კი ამას ამერიკის დახმარების გარეშე ვერ შეძლებს.
