სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ სერბეთი ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ადგას და გადახვევას არ აპირებს
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ სერბეთი ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ადგას და გადახვევას არ აპირებს. თუმცა ვუჩიჩი ამბობს, რომ ბრიუსელი სერბეთის დასჯას განსხვავებული აზრის გამო გეგმავს. მისი თქმით, ევროპელი პოლიტიკოსები მას სანქციებით ემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვში 9 მაისის აღლუმს დაესწრება. ვუჩიჩი გაკვირვებულია, რომ ბრიუსელს მისი კრიტიკისთვის სცალია მაშინ, როცა საკუთარი, არაერთი უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს გადასაწყვეტი.
