თბილისის ვიცე-მერი სადგურის მოედნის მიმდებარედ, დამწვარ ბაზრობაზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო
თბილისის ვიცე-მერი სადგურის მოედნის მიმდებარედ, დამწვარ ბაზრობაზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ირაკლი ხმალაძე დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა. განადგურებული კონსტრუქციების დემონტაჟს და ტერიტორიის მოწესრიგებას მერია უზრუნველყოფს. დაიგეგმა შეხვედრა თბილისის მერიაში, სადაც მოვაჭრეები ვიცე-მერს წარუდგენენ ინფორმაციას დაზარალებულების რაოდენობაზე, ზარალის სავარაუდო ოდენობასა და სხვა დეტალებზე.