დიპლომატიურ მისიაში გამგზავრებამდე, სლოვაკეთში, ეთიოპიაში, ირლანდიასა და წმინდა საყდართან საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა
დიპლომატიურ მისიაში გამგზავრებამდე, სლოვაკეთში, ეთიოპიაში, ირლანდიასა და წმინდა საყდართან საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა. მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატებს თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებად სლოვაკეთის რესპუბლიკაში კონსტანტინე ქვაჩაკიძე, ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში – გია მაჭარაძე, ირლანდიაში – სოფიო ქაცარავა, ხოლო წმინდა საყდართან – დავით მექვაბიშვილი დაინიშნნენ.