გერმანიის დაზვერვის სააგენტომ მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა
გერმანიის დაზვერვის სააგენტომ მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ეს ფაქტი, "ქართული ოცნების" შეფასებით, ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი დასტურია. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ევროპის მასშტაბით ასზე მეტი პარტიაა აკრძალული, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით, არცერთ ასეთ შემთხვევაზე კითხვები არ ჩნდება.