პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ორმაგ სტანდარტზე წერს და სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც პარიზში აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ასახავს
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ორმაგ სტანდარტზე წერს და სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც პარიზში აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ასახავს. მმართველი გუნდი უსამართლო დამოკიდებულებაზე მიუთითებს და ამბობს, რომ ის, რაც სხვის შემთხვევაში, კანონის დაცვაა, საქართველოს შემთხვევაში, სანქცირების საფუძველია. ოპოზიცია და მათი მოკავშირე არასამთავრობოები, ასევე დიპლომატიური წარმომადგენლობები ფაქტის შეფასებისგან თავს იკავებენ.ქრონიკამ კითხვით მიმართა საფრანგეთის საელჩოს- დაიწყო თუ არა საფრანგეთში პოლიციის ძალადობრივ ქმედებებზე გამოძიება, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
