გვირილობის დღესასწაულს აღნიშნავენ ქუთაისში
გვირილობის დღესასწაულს აღნიშნავენ ქუთაისში. "ქუთაის ქალაქობის" მთავარი ღონისძიებები თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეფეთ უბანში იმართება. მოწყობილა მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა; სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, იგეგმება მდინარე რიონზე ჯომარდობის მოყვარულთა საჩვენებელი დაშვება და საპატიო ქუთაისელების დაჯილდოების ცერემონია. „ქუთაის ქალაქობა 2025“ გალა-კონცერტით დასრულდება.