ბათუმობა 2025 გაიმართება ბათუმში
ბათუმობა 2025 გაიმართება ბათუმში. 3 და 4 მაისს საზაფხულო თეატრისა და ბულვარის მიმდებარედ ჩატარდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, კლასიკური, თანამედროვე მუსიკისა და ქართული ფოლკლორის კონცერტები. მოეწყობა ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, ასევე გასტრონომიული კუთხე. 4 მაისს საპატიო ბათუმელებს დააჯილდოებენ და გაიმართება გალა კონცერტით.