ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი აცხადებს, რომ, დონალდ ტრამპის ძალისხმევით, შეერთებული შტატები უკრაინაზე დახარჯულ თანხას უკან დაიბრუნებს
ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი აცხადებს, რომ, დონალდ ტრამპის ძალისხმევით, შეერთებული შტატები უკრაინაზე დახარჯულ თანხას უკან დაიბრუნებს. გაბარდის თქმით, კიევთან გაფორმებული ძვირფასი წიაღისეულის შეთანხმება, პირველ რიგში, ამერიკელი ხალხის ინტერესებს ემსახურება და ის ასევე სასარგებლოა უკრაინელებისთვისაც. ეროვნული დაზვერვის დირექტორი განმარტავს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკელი ხალხის კუთვნილი 350 მილიარდი დოლარი უკრაინას მოახმარა და ეს დახმარება უნდა ანაზღაურდეს.
