გაეროსა და საქართველოს შორის 2026-2030 წლების თანამშრომლობის ჩარჩო მუშავდება
გაეროსა და საქართველოს შორის 2026-2030 წლების თანამშრომლობის ჩარჩო მუშავდება. მდგრადი განვითარების თანამშრომლობის მიმართულებები დღეს სახელმწიფო უწყებებისა და გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებმა განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა, შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის ის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო, რომელიც შემდგომში გაეროსთან თანამშრომლობის დოკუმენტში აისახება. შეხვედრას დაესწრნენ საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს სააგენტოების ხელმძღვანელები.
