საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სახანძრო-სამაშველო ავტოპარკი განაახლა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სახანძრო-სამაშველო ავტოპარკი განაახლა. მანქანები სპეციალურად საქართველოსთვის არის შექმნილი და განკუთვნილია, როგორც ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ასევე, ადაპტირებულია ურბანულ ხანძრებზეც. ახალი, მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება. ავტომობილები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა დაათვალიერა
