სამეგრელოს პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა
სამეგრელოს პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა. მათ ბრალი ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღების მომზადება. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.