დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების საქმეზე ბრალდებულების, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა
დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების საქმეზე ბრალდებულების, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. პროკურორმა მტკიცებულებები შეაჯამა, წარადგინა ვიდეო და აუდიო ჩანაწერები. პროკურორის თქმით, ჩანაწერები ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ჩიკვაიძემ დაზარალებული მოატყუა და ძვირადღირებული იახტის შესაძენად გადახდილი ფული მიითვისა. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ.
