ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ არსებულ შეზღუდვებს არ მოხსნის და მზადაა მოსკოვს ახალი სანქციები დაუწესოს
ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ არსებულ შეზღუდვებს არ მოხსნის და მზადაა მოსკოვს ახალი სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა. ტემი ბრიუსის თქმით, დადგა დრო, რუსეთმა და უკრაინამ კონკრეტული იდეები წარადგინონ, თუ როგორ შეიძლება კონფლიქტის დასრულება, შეერთებული შტატები კი სამშვიდობო პროცესში დარჩება, თუმცა შუამავლის როლს აღარ შეასრულებს.
