საქართველოს ნაკრებმა ყინულის ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატის ბე დივიზიონში ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
საქართველოს ნაკრებმა ყინულის ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატის ბე დივიზიონში ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო. ქართველმა ჰოკეისტებმა ჩინეთის ტაიპეის გუნდი 3-1 დაამარცხეს. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში თითო გოლი კონსტანტინ გავრილენკომ, დანილ მეტლიუკმა და მაკარ ნიკიშანინმა გაიტანეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი ჩვენი ნაკრების მეკარე ივან სტაროსტინი აღიარეს. ხვალ, ბოლო ტურის შეხვედრაში ქართველი ჰოკეისტები ტაილანდს დაუპირისპირდებიან და იმ შემთხვევაში, თუ ძირითად დროში არ დამარცხდებიან, ტურნირის გამარჯვებულები გახდებიან.
