ილონ მასკი არსად არ მიდის - ამის შესახებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა
ილონ მასკი არსად არ მიდის. ამის შესახებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პოსტს არ დატოვებს, თუმცა უწყებაში ნაკლებ დროს გაატარებს, რადგანაც მას სხვა პასუხისმგებლობებიც აქვს. ჯეი დი ვენსის თქმით, პოსტს თავდაცვის მდივანიც შეინარჩუნებს, რომელიც ეგრე წოდებული სიგნალ-სასაუბროს სკანდალში ფიგურირებს. ცნობისათვის, ერთი თვის წინ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველმა მაიკ უოლცმა დახურულ სასაუბრო ჯგუფში შეცდომით გამოცემა „ატლანტიკსის“ მთავარი რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი დაამატა. სასაუბრო ჯგუფში ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები, მათ შორის, თავდაცვის მდივანი, ჰუსიტების წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციის დეტალებს განიხილავდნენ.