უკრაინაში ომი მალე არ დასრულდება - ამის შესახებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა
უკრაინაში ომი მალე არ დასრულდება. ამის შესახებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს დაპირისპირებულ მხარეებს ოქროს შუალედის პოვნაში დაეხმაროს, რათა სასტიკი კონფლიქტი შეწყდეს, თუმცა დასრულდება თუ არა ომი, რუსეთსა და უკრაინაზეა დამოკიდებული.
