ქუთაისში „გვირილობის“ დღესასწაული აღინიშნება
ქუთაისში „გვირილობის“ დღესასწაული აღინიშნება. ღონისძიება ბაგრატის ტაძარში ტრადიციულად ზარების რეკვითა და ჩოხოსნების კურთხევით დაიწყო. მეუფე იოანემ საღვთო ლიტურგია აღავლინა და ქალაქი დალოცა. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება. მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. დაჯილდოვდებიან საპატიო მოქალაქეები, ასევე მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი გაიმართება. დღის ბოლოს თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია გალა-კონცერტი.