ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ქართულ და საერთაშორისო ავიაკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ქართულ და საერთაშორისო ავიაკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. განიხილეს ავია კომპანიების ოპერირების გაუმჯობესებისა და მგზავრთა მომსახურების სრულყოფის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებები. შეთანხმდნენ სხვადასხვა კოორდინირებულ აქტივობასა და თანამშრომლობაზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მომსახურების პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას. აღინიშნა, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პერიოდისთვის, ავია რეისები შესრულდება 60 სამგზავრო ავიაკომპანიის მიერ, 118 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 735-740 სიხშირით, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში შესრულებულ ფრენებთან შედარებით 6 პროცენტით მეტია. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები დაესწრნენ.
