მსოფლიო ბანკმა საქართველოს შესახებ სიღარიბის და თანასწორობის ახალი მოხსენება და სამომავლო პროგნოზები გამოაქვეყნა
მსოფლიო ბანკმა საქართველოს შესახებ სიღარიბის და თანასწორობის ახალი მოხსენება და სამომავლო პროგნოზები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2024 წლიდან საერთაშორისო სიღარიბის დონის მაჩვენებლები ახალ ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. უკიდურესი სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილმა 2 წელიწადში თითქმის ორ ნახევარჯერ დაიკლო და 2024 წელს ერთ მთელ რვა მეათედ პროცენტს გაუთანაბრდა. მსოფლიო ბანკის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში სიღარიბე კლების ტენდენციას განიცდის, რასაც ხელს უწყობს ძლიერი ეკონომიკური ზრდა და შრომის ბაზარზე ვითარების გაუმჯობესება.
