პრემიერა „თავისუფალ თეატრში“
„თავისუფალ თეატრში“ პრემიერაა - დღეიდან მაყურებელი გიორგი სიხარულიძის ახალ დადგმას „ძაღლის გულს“ იხილავს. მიხეილ ბულგაკოვის კლასიკური ნაწარმოები თანამედროვე პრობლემატიკას ნინია სადღობელაშვილმა ადაპტირებული პიესით მოარგო. სპექტაკლი „თავისუფალი თეატრისა“ და დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის კო-პროდუქციაა. „ძაღლის გულის“ პრემიერა დღეს, ხვალ, 13 და 14 მაისს გაიმართება
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
