მითვისებული ბიტკოინების საქმე
9 ათასი ბიტკოინი ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ. თბილისის საქალაქო სასამართლომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს, მითვისებული კრიპტოვალუტის დაბრუნება დააკისრა. ამით სასამართლომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. სასამართლო გადაწყვეტილების კანონით განსაზღვრულ ვადებში აღსასრულებლად, საქმე ეროვნულ ბიუროს გადაეცემა. ბაჩიაშვილის უფლებადამცველი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას გეგმავს
