უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გასვლას მიესალმება
უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გასვლას მიესალმება. მისი თქმით, თუ ვაშინგტონი ამ ნაბიჯს გადადგამს, უკრაინა თავისუფლად და დამოუკიდებლად შეძლებს ომის დასრულების საკუთარი სტრატეგიის შექმნას. პრობლემა კი მხოლოდ ის იქნება, თუ დონალდ ტრამპი სხვა ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაში შეუშლის ხელს. კულება ამბობს, რომ სამშვიდობო პროცესიდან ამერიკის გასვლა უკრაინისთვის სასარგებლო იქნება, თუმცა ვაშინგტონს მოუწოდებს თავი შეიკავონ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებისგან
