„სამართლებრივი და სახელმწიფოებრივი აზროვნება“ - ამ სახელწოდებით ლევან იზორიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
„სამართლებრივი და სახელმწიფოებრივი აზროვნება“ - ამ სახელწოდებით ლევან იზორიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. სახელმძღვანელო წარმოადგენს სამართალმცოდნეობის შესავალს, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტების სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამებში საბაზისო მასალა და საწყისი კურსების სავალდებულო ცოდნის ნაწილია. პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ