აბსურდული რეზოლუცია, რომელსაც ფასი არ აქვს - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროპის სახალხო პარტიის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას ახალი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებენ
აბსურდული რეზოლუცია, რომელსაც ფასი არ აქვს - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროპის სახალხო პარტიის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას ახალი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებენ. რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილზეც არის საუბარი. ნაციონალური მოძრაობა ადასტურებს, რომ დოკუმენტში კონკრეტული პუნქტები, სწორედ მათი ჩართულობით ჩაიწერა. მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ ლელოში. მმართველ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ ეს ყველაფერი ქვეყანაში დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული
