სამედიცინო დაწესებულებებს, რომელთა საქმიანობაშიც კოვიდის პერიოდში ნაკლოვანებები არსებობდა და სახელმწიფოს წინაშე ფინანსური ვალდებულებები აქვთ, მთავრობა საშეღავათო პირობებს სთავაზობს
სამედიცინო დაწესებულებებს, რომელთა საქმიანობაშიც კოვიდის პერიოდში ნაკლოვანებები არსებობდა და სახელმწიფოს წინაშე ფინანსური ვალდებულებები აქვთ, მთავრობა საშეღავათო პირობებს სთავაზობს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თუ კლინიკები არსებული დავალიანების 25 პროცენტს გადაიხდიან, დარჩენილი თანხისგან გათავისუფლდებიან.მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ჯამური ვალდებულებების ოდენობა, დაახლოებით 26 მილიონი ლარია. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ინიციატივის მთავარი მიზანია, კლინიკებს მისცენ შესაძლებლობა, რომ ფინანსები მოხმარდეს პაციენტების საუკეთესო ინტერესებს და ექიმებისთვის უკეთესი პირობების შექმნას
