გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებლები და კონკრეტული ადამიანების მხრიდან უარყოფითი მოლოდინების შექმნის მცდელობა
გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებლები და კონკრეტული ადამიანების მხრიდან უარყოფითი მოლოდინების შექმნის მცდელობა. პრემიერ-მინისტრმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ მონაცემებზე ისაუბრა და თქვა, რომ ხელისუფლების პრიორიტეტი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაა. ირაკლი კობახიძემ ამ ფონზე, ოპონენტების მიერ შეგნებულად გაკეთებულ უსაფუძვლო და შემაშფოთებელ პროგნოზებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მათ განცხადებებს კონკრეტული პოლიტიკური მიზეზები აქვს. თემაზე შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში, სადაც აცხადებენ, რომ ადგილი ჰქონდა მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მცდელობას
