ამერიკასა და უკრაინას შორის წიაღისეულის შეთანხმების გაფორმებას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ომის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა
ამერიკასა და უკრაინას შორის წიაღისეულის შეთანხმების გაფორმებას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ომის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა. სოციალურ ქსელში მარკო რუბიომ დაწერა, რომ უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შესახებ შეთანხმება, დონალდ ტრამპის ძალისხმევის შედეგად გაფორმდა. მანამდე ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მინერალების შეთანხმების ფარგლებში, ამერიკა იმაზე უფრო მეტ თანხას დაიბრუნებს, ვიდრე კიევის დასახმარებლად დახარჯა. ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას ომის განმავლობაში 350 მილიარდის დახმარება გაუგზავნა.
