გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების, მსოფლიო მასშტაბით ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის და ბაზრების დივერსიფიკაციის საკითხებზე იმსჯელეს. დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას გაუსვა. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია წარმოადგენს საერთაშორისო მთავრობათა შორის ორგანიზაციას, რომელშიც 51 ქვეყანაა გაწევრიანებული.
